პროექტის მიზანი

 

პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიშეგრადის ქვეყნების - ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევების განხორციელება, ერთობლივი ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა, ექსპერტული სტატიების მომზადება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარება.

აღნიშნული აქტივობების მეშვეობით პროექტი ემსახურება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებთან დაკავშირებულ საკითხებზე პრაქტიკული ცოდნის გადაცემას, მათ შორის მზადყოფნის, რისკების მართვისა და მარეგულირებელი მიდგომების მიმართულებით.

პროექტი ხორციელდება  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის  დაფინანსებით.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF)

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, იდეების გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს ცენტრალურ ევროპაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვის გააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მიერ  (სემეკ)  დაფუძნებული  ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზით ცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურ ინსტრუმენტებს ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის.

 

პროექტის პარტნიორები:

საერთაშორისო საქმეთა ასოციაცია (AMO), ჩეხეთი

საერთაშორისო საქმეთა ასოციაცია (AMO) არის ჩეხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის კვლევებზე მუშაობს. ორგანიზაციის კლიმატის გუნდი სპეციალიზებულია ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და წვლილი შეაქვს რეგიონულ პოლიტიკურ დიალოგში „ვიშეგრადის ენერგეტიკის კვლევითი ცენტრების პლატფორმის“ (VETTP) ფარგლებში, რისთვისაც იყენებს თავის გამოცდილებას ვიშეგრადის ქვეყნების თანამშრომლობისა და ტრანსსასაზღვრო პოლიტიკის კვლევის სფეროში.

 

ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK), უნგრეთი

REKK ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევითი ცენტრია, რომელიც სპეციალიზდება ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე. REKK-ს აქვს ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება, რაც მოიცავს ენერგოუსაფრთხოების შეფასებას, ინფრასტრუქტურის მდგრადობას, მარეგულირებელ ჩარჩოებსა და ბაზრის ინტეგრაციას, რაც მის მაღალხარისხიან ანალიტიკურ საქმიანობაში აისახება.

 

ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), პოლონეთი

ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR) არის საჯარო კვლევითი და განვითარების ინსტიტუტი, რომელიც ფოკუსირებულია ურბანულ მდგრადობაზე, კლიმატის ადაპტაციასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე. IRMiR-ს აქვს ვიშეგრადისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება და მნიშვნელოვანი ანალიტიკური წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის საკითხებში.

 

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA), სლოვაკეთი

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA), ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელი კვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის პრაქტიკული რეკომენდაციების მეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით და საზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებს მრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებს მომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.

 

logo
იხილეთ ჩვენი პარტნიორები

პარტნიორები