16/07/2024

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროქტის ფარგლებში შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების  მარეგულირებელი, ეროვნული და საერთაშორისო/ევროპული საკანონმდებლო აქტების,  ქართული კანონმდებლობის ევროპულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმოხილვა, ასევე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი ტენდენციები და საჭიროებები.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით,  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების  შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.  პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.