15/10/2026

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“ ფარგლებში ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით მომზადებული სტატიები გამოქვეყნდა.

პარტნიორი ქვეყნების სტატიები შეეხება კლიმატთან დაკავშირებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მიდგომებს. სტატიებში განხილულია ევროკავშირის სტანდარტები, მარეგულირებელი პრაქტიკა და კატასტროფებზე რეაგირების სტრატეგიები, მათ შორის: რისკების შეფასების, ადრეული გაფრთხილების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდოლოგიები. 

სტატიები განთავსებულია პროექტის საიტზე: https://v4share.com/ka/electronic-journal  

პროექტის პარტნიორები არიან: ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაცია (AMO), უნგრეთის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK),  პოლონეთის ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA),  სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA).

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიშეგრადის ქვეყნების  გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევების განხორციელება, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა, რეკომენდაციების გაზიარება,  ექსპერტული სტატიების მომზადება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარება.

აღნიშნული აქტივობების მეშვეობით პროექტი ემსახურება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებთან დაკავშირებულ საკითხებზე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, მათ შორის რისკების მართვასა და მარეგულირებელი მიდგომების მიმართულებებს.