19/11/2026

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“ ფარგლებში ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეები ჩეხეთის მაგალითზე გაეცნენ რისკების შეფასებისა და ზედამხედველობის მექანიზმებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს. ტრენინგს უძღვებოდნენ ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის (AMO) წარმომადგენელები ოლდრჟიხ სკლენარჟი და ვაცლავ იანოუშეკი.

პროექტის პარტნიორები არიან: უნგრეთის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK),  პოლონეთის ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA),  ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის (AMO).

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიშეგრადის ქვეყნების  გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კვლევები, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა, რეკომენდაციების გაზიარება,  ექსპერტული სტატიების მომზადება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები.