20/11/2026
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“ ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა პოლონეთის ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტის (IRMiR) წარმომადგენელმა, კაროლ იანასამ.
პროექტში ჩართული მონაწილეები გაეცნენ პოლონეთის მზადყოფნის გეგმას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს.
პროექტის პარტნიორები არიან: უნგრეთის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK), პოლონეთის ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA), ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის (AMO).
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com
მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კვლევები, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა, რეკომენდაციების გაზიარება, ექსპერტული სტატიების მომზადება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები.