25/11/2026
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“ ფარგლებში ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს _ სლოვაკეთის მაგალითი“ სლოვაკმა ენერგეტიკის ექსპერტმა კაროლ გალეკმა ჩაატარა. მონაწილეები გაეცნენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის განვითარების ეტაპებს, CER და NIS2 დირექტივებს, ელექტროენერგეტიკის სექტორში რისკებისთვის მზადყოფნის რეგულაციას, ამ ნორმების სლოვაკეთის კანონმდებლობაში ასახვას, ასევე ენერგეტიკულ სექტორში კრიზისული მართვის მექანიზმებსა და მდგრადობის დაფინანსების საკითხებს.
პროექტის პარტნიორები არიან: უნგრეთის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK), პოლონეთის ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA), ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის (AMO).
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com
მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კვლევები, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა, რეკომენდაციების გაზიარება, ექსპერტული სტატიების მომზადება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები.