27/11/2026

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“ ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლის დასკვნითი სესია გაიმართა.

ტრენინგი თემაზე „ადრეული გაფრთხილების სისტემები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს: უნგრეთის მაგალითი“ უნგრეთის REKK ფონდის წარმომადგენლებმა, ალფა დიალომ და ბორბალა ტაკაჩნე ტოტმა ჩაატარეს. მონაწილეები გაეცნენ 2026 წლის ზაფხულის სიცხის ტალღების გავლენას უნგრეთის ენერგოსისტემაზე: მოთხოვნის ზრდას, მდინარე დუნაის დაბალი დონის გამო პაქშის ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრის შემცირებას და ამით გამოწვეულ ზარალს, ასევე მოსახლეობისადმი მიმართული გაფრთხილებებისა და მოთხოვნის შემცირების მოწოდებების ეფექტიანობას. ტრენინგზე ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება უნგრეთის გამოცდილება დაეხმაროს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის გაძლიერებას.

პროექტის პარტნიორები არიან: უნგრეთის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK),  პოლონეთის ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA),  ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის (AMO).

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიშეგრადის ქვეყნების  გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კვლევები, პრაქტიკული მაგალითების შესწავლა, რეკომენდაციების გაზიარება,  ექსპერტული სტატიების მომზადება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები.