ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს

განხორციელების პერიოდი: 2026–2027

პროექტის შესახებ

პროექტი „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

პროექტი ემყარება ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამის მარეგულირებელ და პრაქტიკულ გამოცდილებას და მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორში მზადყოფნის, რისკების მართვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას.

კვლევების, ერთობლივი ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების, პრაქტიკული მაგალითების შესწავლის, თემატური სტატიებისა და ვიშეგრადის ექსპერტების ჩართულობით ორგანიზებული ინტერაქტიური ტრენინგების საფუძველზე, პროექტი უზრუნველყოფს ცოდნის გადაცემასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოს ეროვნული და რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით. პროექტის საპილოტე რეგიონია გურია.

 

პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორები

პროექტს ახორციელებს ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, საქართველო, შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით:

საერთაშორისო საქმეთა ასოციაცია (AMO), ჩეხეთი

ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის რეგიონული ცენტრი (REKK), უნგრეთი

ურბანული და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი (IRMiR), პოლონეთი

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA), სლოვაკეთი

 

გაიგეთ მეტი
logo
გაეცანით ჩვენს სიახლეებს

სიახლეები

;
იხილეთ ჩვენი პარტნიორები

პარტნიორები

დაგვიკავშირდით

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი
გიორგი შენგელია

ელექტრონული ფოსტა : g.shengelia@v4share.com

მოგვწერეთ
ჩვენი მისამართი

ჯანო ბაგრატიონის ქუჩა #4, თბილისი, 0194 საქართველო

ჩვენი ტელეფონი

ოფისის ტელეფონი : + 995 32 2420180 (130)

დაგვიკავშირდით
ჩვენი ელ. ფოსტა

ელ. ფოსტა : info@v4share.com

მოგვწერეთ